''ბორჯღალოსნები“  ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ  

09 თებერვალი 2020, 12:19 1498 ნახვა

„ბორჯღალოსნები“ დღეს, ესპანეთის ნაკრეს შეხვდება. მატჩისთვის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა,  23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა – სამი ხაზში და ორი შერკინებაში. დებიუტი ექნება აკაკი ტაბუცაძეს, რომელიც ფრთაზე თამაშს ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად იწყებს. 22 წლის ტაბუცაძეს "უმცროს ბორჯღალოსნებსა" და 7-კაცას ნაკრებში უთამაშია.

ის რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, თუმცა ტრავმების გამო აქამდე თამაში არ მოუწია. კიდევ ერთი ტრავმირებული მორაგბის, გიორგი კვესელაძის ნაცვლად, ცენტრში თამაშს იწყებს თამაზ მჭედლიძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა სოსო მათიაშვილი, ხოლო ლაშა ხმალაძემ თადარიგში გადაინაცვლა. უცვლელი დარჩა ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში