სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად არარეგისტრირებული სუბიქტები გამოავლინეს, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.
2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.