დეპუტატი სირცხვილის კორიდორზე - "არ გაბედოთ, თორემ თავებს დაგატეხთ" 

06 თებერვალი 2020, 13:06 2297 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მერაბ ბლადაძე დღეს, ბათუმის მერიასთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის მოწყობილ "სირცხვილის კორიდორს" გამოეხმაურა და დაწერა, რომ "დიდება ღმერთს, სხდომას არ ესწრებოდა", რადგან დასწრების შემთხვევაში აქტივისტებს თავებს დაატეხავდა. 

"დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი... დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი", არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს..
არ ცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!!  მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ" - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი, რომელიც უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის" კვოტით მოხვდა, თუმცა მან პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს. 



ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს  შენობასთან, სადაც უმაღლესი საბჭო სხდომას მართავს.  სირცხვილის კორიდორმა თბილისიდან ბათუმში გადმოინაცვლა, მოძრაობა „გაბედესა“ და „ალტერნატივის“ წევრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. იყო შეხლა-შემოხლაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი