ამ წუთებში, ბათუმის მერიასთან მოძრაობა გაბედეს წევრები არიან შეკრებილი, ისინი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღეს საკრებულოს შენობაში იკრიბებიან, სადაც გასვლითი სხდომაა ჩანიშნული. დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაზე უნდა იმსჯელონ.