ქედაში მიწის მასა ჩამოიშალა - ბერიძეების სახლს საფრთხე ემუქრება

05 თებერვალი 2020, 11:34 1397 ნახვა

მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში.  სოფელ ზენდიდში ბერიძეების ხუთწევრიანმა ოჯახმა ღამე ახლობლებთან  გაათენა. მეწყერმა საცხოვრებელს საფრთხე შეუქმნა.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით გაიყვანენ. მანამდე კი ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.  

მეწყერი განვითარდა სოფელ დოლოგანშიც, ერთ - ერთი ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთში. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი