ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები'' ხელბურთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია

05 თებერვალი 2020, 10:28 1454 ნახვა

ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოიგო. ბათუმელებმა   წყალტუბო დიდი ანგარიშით 48-28 დაამარცხა და ჩემპიონატის ცხრილში გალიდერდა.
თავისი მატჩის მოგება შეძლო ქუთაისმა. რიონისპირელებმა 16 ქულიანი სხვაობით  46-30 სამტრედია დაამარცხა.

ამ დროსთვის 16 ქულით ბათუმი ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო 14-14 ქულა აქვთ ქუთაისს, სტუ-იმედსა და პეგასს. ბათუმელესა და ქუთაისელებს თითო მატჩი მარაგში აქვთ.  

დღეს ზესტაფონის სპორტის სასახლეში 12 საათზე ბათუმი  სამტრედია  დაუპირისპირდება ,ხოლო  14 საათზე  წყალტუბო - ქუთაისს შეხვდება.
ამის შემდეგ უკვე უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 10-10 თამაში დაუგროვდება. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.
ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის იუთუბ არხზე.
აქვე საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, პირველი წრის შემდეგ ლიდერობს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, მეორე ადგილზეა სამტრედია, მესამეზე კი თბილისის „ქარიშხალა“.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში