აჭარის გზების დეპარტამენტში გამოცხადებული ღია კონკურსი შეწყდა - ამის შესახებ სამსახურმა გადაწყვეტილება „მთავარის“ ინფორმაციით მას შემდეგ მიიღო, რაც ამას თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საჯარო მოხელეებმა შრომითი უფლებების დასაცავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართეს. აქ აცხადებენ, რომ თანამშრომელთა ცნობით უფროსი მათი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა კონკურსში მათთვის არასასურველ პოზიციებზე მონაწილეობის მიღებას. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით რეორგანიზაციის დროს შტატების უცვლელი რაოდენობის შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა ჯერ სამსახურები შიდა მობილობის პრინციპით დაეკომპლექტებინათ, კომპეტენციის შემოწმების სურვილის შემთხვევაში კი არა ღია კონკურსი, არამედ ატესტაცია ჩაეტარებინათ. რატომ არ მოიქცა ასე თავიდანვე უწყება - უფროსი კომენტარს არ აკეთებს, იურისტი კი ამბობს, რომ სწორედ ახლა, პროტესტის შემდეგ გეგმავენ მიმართონ შიდა მობილობას. შესაძლო უზუსტობები, საარჩევნო წელს მიმდინარე ცვლიელბები სამსახურში და დაწყებული მოვკლევა, გამჭვრივალობასთან ერთად რეგიონის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამსახურში მიმდინარე პროცესს საჯარო სამსახურის ბიუროც შეისწავლის.