დამწყრილ ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან

03 თებერვალი 2020, 14:41 1507 ნახვა

ემუქრება თუ არა საფრთხე ქედაში მცხოვრებ ორ ოჯახს, სადაც მეწყერი ჩამოწვა ამ ეტაპზე უცნობია. ტერიტორიას გამოდარების შემდეგ გეოლოგები შეისწავლიან. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პირველადი შეფასებით საფრთხე არ არსებობს, თუმცა რისკებს გეოლოგები მაინც შეაფასებენ.  

დასკვნის საფუძველზე გადაწყდება თუ რა ღონისძიებები განხორციელდება ტერიტორიაზე. მეწყერი ქედაში სამი დღის წინ განვითარდა, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო საავტომობილო გზა.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი