ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენა ტესტით, საქართველოში ხვალიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საქართველოში კორონა ვირუსი არ არის და არც პანიკის საფუძველია.
რაც შეეხება 3 პაციენტს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ქალაქი უხანი ცოტა ხნის წინ დატოვეს და მათზე ბიოლოგიური კვლევის შედეგებს როტერდამიდან ხვალ ელოდებიან.