ჩინეთში ახალი ვირუსით დაინფიცირებულთათვის საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა

02 თებერვალი 2020, 15:10 1797 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ჩინეთის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჰოსპიტალის მშენებლობის პროცესია ასახული.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი 24 იანვარს დაიწყო. სამედიცინო დაწესებულება 1000 პაციენტზეა გათვლილი და მან ფუნქციონირება ხვალ უნდა დაიწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში