საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ამ წუთებში ქალაქ უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ისინი განთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და საქართველოში ამის შემდეგ გამოემგზავრებიან. გუშინ, საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია უხანიდან თურქეთში განხორციელდა.
კონსტანტინიდის განცხადებით, დაავადების გავრცელების პირველივე დღეებში უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგანაც ორმა დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე საკუთარი ინიციატივით დატოვა ქალაქი.