თვითმფრინავი, რომელსაც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები გადმოყავდა ანკარას აეროპორტში დაეშვა

01 თებერვალი 2020, 23:15 2314 ნახვა

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც უხანიდან ევაკუირებული მგზავრები გადმოყავდა რამდენიმე წუთის წინ ანკარას აეროპორტში დაეშვა.

თურქული მედიის ცნობით, ბორტზე სულ 42 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სხვა ევაკუირებულებთან ერთად 14 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში , კარანტინში მოთავსდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი