ყოფილ საწარმოში 25 ოჯახი შესახლდა

17 სექტემბერი 2016, 00:00 3820 ნახვა

ბათუმის პორტთან მდებარე ყოფილ ხის გადამამუშავებელ  საწარმოში  25 ოჯახი თვითნებურად შესახლდა. მათ შორის არიან  ეკომიგრანტები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები.  როგორც ისინი  ირწმუნებიან, ამ დრომდე ქირით ცხოვრობდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და თანხის გადახდას ვერ ახერხებდნენ, ამიტომაც გადაწვიტეს ცარიელ შენობაში   შესახლება.  ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა. ქონების   მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხს  შეისწავალიან  და კომენტარი ამის შემდეგ, სავარაუდოდ ორშაბათს გაკეთდება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში