ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 4 ადამიანი რჩება, მათგან ჩინეთის 2 მოქალაქეს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდა.
საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზის პასუხები, სავარაუდოდ სამშაბათს გახდება ცნობილი, ანალიზები ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტშია გაგზავნილი. ექსპერტიზის პასუხებამდე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.