დამეწყრილი ოჯახის მოთხოვნა

17 სექტემბერი 2016, 00:00 2471 ნახვა

ხელვაჩაურში ბრუნჯაძეების სახლთან აგვისტოს თვეში მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი და იმ შემთხვევაში, თუ პრევენციული ღონისძიებებს არ მიმართავენ, მიწის მასის ჩამოშლის საფრთხე არსებობს. ოჯახს გეოლოგიური დასკვნაც აქვს. შოთა ბრუნჯაძე ხელვაჩაურის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. პრობლემას დღეს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაეცნო. მიშა ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგეობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ხელვაჩაურის გამგეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება და პროექტი უკვე მზადდება. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი