მედიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები - თემაზე ანგარიში "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" მოამზადა. მიმოხილულია გასული წლის კონკრეტული ფაქტები. ანგარიშში მოხვდა აჭარის მაუწყებლის საქმე.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი შეფასებულია, როგორც ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ახალი დირექტორის ხელმძღვანელობის პირობებში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ტელეკომპანიის მმართველობის ცენტრალიზაციისა და მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძვლის შექმნისკენ. ახალი მენეჯმენტის მიმართ, დამოუკიდებელ სარედაქციო გადაწყვეტილებებში ჩარევის კუთხით აშკარა უკმაყოფილება ფიქსირდება ამავე არხის მოქმედი ჟურნალისტების მხრიდან.“ დოკუმენტში საუბარია, რუსთავი 2-ის, ტვ პირველისა და კავკასიის საქმეებზეც.
დოკუმენტში აღნიშნულია ქვეყნაში შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონდარღვევის ფაქტები. გაანალიზებულია ჯიდიას მიერ საკონსტიტუციო, საერთო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებული სტრატეგიული საქმეები. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.
(ფოტო არქივიდან)