კორონავირუსის საფრთხე საქართველოში მინიმალურია, რისკზონაში არ ვიმყოფებით - დიმიტრი ხუნდაძე 

31 იანვარი 2020, 11:05 1228 ნახვა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოში გლობალური გამოწვევის - კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. 

"საქართველო მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს მკაცრად ასრულებს, მათ შორის ასეთ გლობალურ გამოწვევაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაბალია ალბათობა, ეს ვირუსი ჩვენთან გავრცელდეს, თუმცა პრევენციული ღონისძიებები გვაქს უმკაცრესი თეორიული რისკის დაზღვევისთვის. 

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაინფიცირებული ადამიანი არ შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა, თუ თეორიულად დავუშვებთ მსგავს რისკს, ქვეყანა მზადაა გაუმკლავდეს გამოწვევას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად," - განაცხადა დეპუტატმა. 

მისი მტკიცებით, დაბალი რისკისა და მგზავრების კონტროლის მიუხედავად, თუ დაფიქსირდა მაინც ვირუსი საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანაში არსებობს ადამიანური, ინფრასტრუქტურული და მედიკამენტური რესურსი გაუმკლავდნენ გამოწვევას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი