ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა.
"როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!" - ეს სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების კენჭისყრამდე წარმოსთქვა.
99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, საკითხი დადებითად გადაწყდა. რეზოლუციის განხილვა სტრასბურგში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკეს.