დავით მამისეიშვილმა დღეს ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ უდანაშაულო მხოლოდ არჩილ ვანაძე იყო. ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი და მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო.
''მჯერა, რომ სიმართლისათვის ბრძოლა ყოველთვის ღირს'' - თქვა არჩილ ვანაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
''დაკავების დღიდან დღემდე პროკურატურა ცდილობდა, რომ დამნაშავედ წარმოვეჩინეთ არა სასამართლოს, არამედ საზოგადოების თვალში, თუმცა მადლობა მინდა ვუთხრა ყველას იმიტომ, რომ ძალინ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. არა მარტო ნათესავებისგან, არამედ იმ ადამინებისგან, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. მე ვფიქრობ, რომ იაფის სახლის საქმეზე, არც მე და არც ჩემს კოლეგებს არანაირი განზრახვა არ გააჩნდათ, რომ ჩაედინათ დანაშაული. პირიქით ყველაფერი გაკეთდა შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ეს ზიანი თავიდან აცილებულიყო'', - უთხრა ჟურნალისტებს ვანაძემ.
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს კი 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა ჩათვალა, რომ განზრახ თანხის გაფლანგვაში ბრალი ყოფილ მერს მიუძღვის.