არა რივიერას - ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ -აქცია ევროპის მოედანზე

26 იანვარი 2020, 18:02 1585 ნახვა

არა რივიერას - ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ, პროტესტმა, პერმანენტული ხასიათი მიიღო. დღეს,  ,, მწვანე მომავალის’’,, ახალგაზრდა მწვანეებისა’’ და ,,საზოგადოება ბათომის’’ წევრები , ევროპის მოედანზე  შეიკრიბნენ და მათ რიგითი  ბათუმელებიც შეუერთდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა  ევროპის მოედანზე სიმღერა- პერფორმანსით ბათუმის მწვანე კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა გააპროტესტეს, რის შემდეგ რივიერას ტერიტორიამდე მსვლელობა მოაწყვეს. ცეკვა  ,,ხორუმის’’ მელოდიის ფონზე 6 ჰექტარ ტერიტორიაზე შემოსაზღრულ ლითონის კედელს ხელებს ურტყამდნენ.

აქტივისტებს ხელში ტრანსფარანტები: ბეტონ ყმობა , ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში ეჭირათ. აქციაზე შეკრებილები ირწმუნებიან, რომ ბათუმში მწვანე სივრცეები ქრება, ქალაქი კი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ თვეს, ისტორიულ კონცხზე მშენებლობის ნებართვა ჯერ მხოლოდ ერთ 42 სართულიან შენობაზე გასცა. სამშენებლო  სამუშაოებს  სილ ქროუდ ჯგუფი ასრულებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი