დავიცვათ რივიერა!- აქციას ევროპის მოედანზე   „ახალგაზრდა მწვანეები“  გამართავენ

26 იანვარი 2020, 12:29 1316 ნახვა

საპროტესტო აქცია „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ. დღეს, 15:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრები   ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით  რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით პროტესტს ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“   პროექტის განხორციელებას გეგმავს , რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. აქტივისტების თქმით, მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში  ისტორიული ქალაქის იერსახე შეიცვლება. ეკონომიკის სამინისტროს   ბათუმი რივიერაზე , პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა გაცემული აქვს.

პროექტი დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია  „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში