თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

26 იანვარი 2020, 12:02 1340 ნახვა

განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში, გუშინ საღამოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან მდებარეობს. ელაზიღის პროვინციაში დაღუპულთა რაოდენობამ კი 31-მდე გაიზარდა.ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს, სალიკვიდაციის სამუშაოებში 3400-ზე მეტი მაშველი, ასობით ერთეული ტექნიკა და 17 ძაღლი მონაწილეობს. ნანგრევებში მოყოლიდან 17 საათის შემდეგ თურქმა მაშველებმა ქალი გადაარჩინეს.

აზიზი ნანგრევებიდან ნათესავებს მობილურის დახმარებით დაუკავშირდა და საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობა.საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა. თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა.

ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯისთან დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს.  მიწისძვრას 200-ზე მეტი განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, რამაც პირველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებულად დაზარალდა თურქეთის ორი რეგიონი - ელაზიღი და მალათია. სტიქიის გამო, მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც, ასევე კვიპროსზე, ლიბანსა და ირანში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი