"ბოტასის ძეგლი" პროკურატურასთან. ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად მოსალოდნელი დანიშვნის გასაპროტესტებლად ზვიად კუპრავამ აქტივისტებთან ერთად პერფორმანსი დადგა.
აქტივისტები ამბობენ, რომ მთავარ პროკურორად შოთაძის დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა.წინა პერფორმანსის დროს ზვიად კუპრავამ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად პროკურატურასთან ბოტასები ყუთით მიიტანა და მათი ნაწილი ეზოში გადაყარა. მოგვიანებით ამის გამო სასამართლომ ისინი 600-600 ლარით დააჯარიმა.