''დღეს თბილისის მერმა ახალი ავტობუსები წარუდგინა დედაქალაქელებს... ვფიქრობ, არც ბათუმელებს გვაწყენდა ავტოპარკის განახლება... ნახეთ, როგორი მდგომარეობა იყო დღეს #1 ავტობუსში, ისევე წვიმდა, როგორც გარეთ... ექვსი სკამი სველი იყო, თანაც ბოლომდე არც კარი იკეტება... მოკლედ, ვინც ავტობუსით მგზავრობს, დამეთანხმება, რომ ეს მგზავრებისთვის დისკომფორტია... მოგვხედეთ, ბატონებო, მოგვხედეთ!'' - დაწერა მოქალაქემ სოციალურ ქსელში.
ფოტოებში ჩანს რომ სკამები სველია, მგზავრების ნაწილი ფეხზე დგას, ზოგიც კი სკამზე ''სანახევროდ'' ზის.
ავტობუსის კარები კი კარგად არ იკეტება.
ბათუმში მეორე დღეა წვიმს.