ბათუმის მერიაში დღეს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. ცეცხლი შენობაში მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. თანამშრომლების ნაწილმა შენობა დატოვა.
ლერმონტოვის ქუჩაზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის თანამშრომლები სამუშაო სივრცეს უკვე დაუბრუნდნენ.