ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

19 იანვარი 2020, 15:45 6913 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-სამტრედიის  დამაკავშირებელ  გზაზე  ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. 

გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი