78 ადამიანი მოინათლა დღეს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში. მანამ კი დიდი აიზმა, წყალკურთხევა შესრულდა. ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ წყალს ქრისტიანები მთელი წელი ინახავენ, რადგან სწამთ, რომ ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს.
ქრისტიანულ სამყაროში ნათლისღება, ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ამ დღიდან იღებს სათავეს, პირველი საეკლესიო საიდუმლო ნათლობის წესი.