ლავასოღლი, შესაძლოა მალე თურქული ციხიდან გაათავისუფლონ - თურქული მედია

17 იანვარი 2020, 10:48 3066 ნახვა

მინდია გორაძე, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ. სტატიას თურქული გამოცემა ''დეილი საბაჰი'',  თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თებერვალში ლავასოღლის პატიმრობის ვადა ეწურება. ის უკვე 15 თვეა თურქეთის ციხეშია.

''დეილი საბაჰი'' წერს, რომ მინდია გორაძეს ინტერპოლითაც ეძებდნენ. 

ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. გამოცემა წერს, რომ აყვანის დროს გორაძეს იარაღი ჰქონდა და ავტომობილში საბრძოლო ტექნიკის სამალავიც აღმოაჩინეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა. პასუხს ველოდებით და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

გასული წლის ნოემბერში კი პროკურატურაში ამბობდნენ, რომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი