ქალქ ფოთში, 4 იანვარს, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, 24 წლის გოგა თავბერიძე. ოჯახმა შსს-ს მეორე დღესვე აცნობა მისი გაუჩინარების შესახებ, თუმცა ამ დრომდე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
გოგა თავბერიძის დედა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ბოლოს დაკარგული ახალგაზრდა სათვალთვალო კამერებმა ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე 10:10 საათზე დააფიქსირეს. სამაშველო სამსახურმა მისი ძებნა, გაუჩინარებიდან მე-6 დღეს პალიასტომის ტბაზე დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.
სახლიდან გასვლის დროს, გოგა თავბერიძეს ეცვა შავი ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და თავზე ეხურა შავი ნაქსოვი ქუდი.
დაკარგული 165 სმ სიმაღლისაა, 75 კგ. წონის, აქვს თაფლისფერი თვალები, მუქი წაბლისფერი თმები. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოწოდებისთვის, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 577 52 11 92
ან ინფორმაცია დატოვეთ 112-ზე