საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის დაწყების თარიღი ცნობილია. ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველი ხუთი ტურის კალენდარი გამოქვეყნდა. ჩემპიონატი სტარტს 29 თებერვალს აიღებს. გახსნითი მატჩი თბილისში ,,დინამო არენაზე’’ 17:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის ,,დინამოს’’ ჩემპიონატის დებიუტანტს ,,თელავს’’ მიიღებს.
რაც შეეხება ბათუმის ,,დინამოს’’, ბათუმელები ჩემპიონატის პირველ ტურში, 29 თებერვალს, ასევე ჩემპიონატის დებიუტანტ თბილისის ,,მერანს’’ მიიღებენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში 7 მარტს კი თბილისის ,,დინამო’’ საკუთარ მოედანზე ბათუმის ,,დინამოს’’ შეხვდება.
შემდეგ მატჩებს ბათუმის ,,დინამო’’ შემდეგი განრიგით ითამაშებს: 11 მარტი ბათუმი ,,დინამო’’ - ,,თელავი’’
15 მარტი ,,ბათუმის ,,დინამო’’ -,,საბურთალო’’
22 მარტი ,,ლოკომოტივი’’ - ბათუმის ,,დინამო’’