35 მილიონი დოლარი ველური ბუნების აღსადგენად

13 იანვარი 2020, 11:45 1580 ნახვა

ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძრისგან გადამწვარი ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველთა სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება.

ამის გარდა, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ "ოპერაცია კლდის ვალაბი" დაიწყო, რომლის მიზანიც შტატში მცხოვრები ვალაბების გამოკვებაა. ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების ადმინისტრაცია ვერტმფრენებიდან ვალაბებისთვის ბოსტნეულს, ძირითადად სტაფილოსა და ტკბილ კარტოფილს ყრის.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს მეორე წელია ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი