მზადება ძველით ახალი წლის შესახვედრად. სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტების მოსამარაგებლად ბათუმის აგრარულ ბაზარში მისულები ამბობენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა საახალწლოდ და ფასები ისევ მაღალია.
მაგალითად, კილოგრამი საქონლის ხორცის ფილე 20-22 ლარი ღირს, ნიგოზი 20-25 ლარი ,100 ლარად შეიძენთ გოჭს, ყველის ფასი კი 13-დან-20 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ტკბილეულს - ხურმის ჩირი 8-დან 15 ლარამდე ღირს, ხოლო ჩურჩხელა 1-დან 3 ლარამდე. ამ ფონზე მოვაჭრეები ბაზარში მყიდველის ნაკლებობას უჩივიან, მომხარებლები კი პროდუქტების სიძვირეს.