ჯობია დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს - ამირან გამყრელიძე ვადაგასულ მედიკამენტებზე

11 იანვარი 2020, 15:08 1288 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კრიტიკას არ იზიარებს. ამირან გამყრელიძე C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრამას მსოფლიოში სამაგალითოს უწოდებს. 

აუდიტის დასკვნის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს და ეს საპროგნოზო მაჩვენებელს სრულიად აკმაყოფილებს. საუბარია დაახლოებით 2000 პაციენტისთვის მორჩენილ საჭირო მედიკამენტზე. ამირან გამყრელიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით და ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა. 

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ პროგრამის ეფექტურობის გამო საქართველომ აღიარება მოიპოვა, მისი თქმით მარაგების შესაფერისი მართვა სამინისტროს მთავარი მიზანია, თუმცა 5 %-იანი ცდომილება დასაშვები ნორმაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში