ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 60 წლის იუბილე აღნიშნეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო სესია გახსნა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების 60 წლიანი კვლევა ძიების შედეგებზე ისაუბრა ინსტიტუტის დირექტორმა.
ინსტიტუტის ღვაწლმოსილ მეცნიერს ნოდარ კახიძეს ბსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო და აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა. მოეწყო ინსტიტუტის ექსპედიციებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ამსახველი ფოტოგამოფენაც.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების მათ შორის თურქეთის საზღვრებში მოქცეული ქართველებით დასახლებული რაიონების მეცნიერულ შესწავლას.