ავსტრალიის ხელისუფლება 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს 

10 იანვარი 2020, 16:40 1991 ნახვა

ავსტრალიის ხელისუფლება 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს. ყველაზე მეტი, 149 ხანძრის კერა, ამ ეტაპზე სამხრეთ უელსის მხარეს დაფიქსირდა. ასეთივე რთული მონაკვეთი იყო ვიქტორიას შტატი, სადაც ხანძრის 18 კერაა. სამი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. სავარაუდოდ, კიდევ ორი ადგილიდან მოხდება მოსახლეობის გაყვანა. 

ვიქტორიას შტატში, სტიქიის ზონაში მაღალ ტემპერატურას ძლიერი ქარი ახლავს თან.

​ხანძარი და კვამლი იმდენად ძლიერია, რომ სამხრეთ ამერიკის ქალაქებშიც გავრცელდა. სპეციალისტები განმარტებით არ არის გამორიცხული კვამლმა ანტარქტიდამდე მიაღწიოს. 

ავსტრალიის ხელისუფლებამ პარასკევს ხანძრისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურები ბიუჯეტიც გაზარდა.

ჯანდაცვის სამინისტრო კი მოსახლეობას აფრთხილებს, ხანძრის მწვავე ზონებში გადაადგილებიგან თავი შეიკავონ. 

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ ხნის განმავლობაში ცეცხლმა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მონაკვეთი გადაწვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი