ხანძრით დაზარალებულები დახმარების მოლოდინში არიან. სოფელ მუხაესტატეში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე ბინებში მცხოვრები 5-ოჯახი ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა.
ამ ეტაპზე დაზარალებულები, მერიამ დროებით თავშესაფარში გადაიყვანა, თუმცა ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და დახმარების საკითხი შემდეგ გადაწყდება.
ხანძარი 7-იანვარს გაჩნდა, დაიწვა საცხოვრებელი ფართები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი.