მელაძეების ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობები   

09 იანვარი 2020, 20:16 3100 ნახვა

 ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში მელაძეების ოჯახი მძიმე საცხოვრებელ და სოციალურ პირობებზე საუბრობს. ოჯახში ორი მცირეწლოვანი იზრდება. შემოსავალი კი 200 ლარი აქვთ. 100-ს მამას სკოლაში მცველის პოზიციაზე უხდიან, 100-ს კი სოციალური პაკეტის სახით 2 თვის ჩვილისთვის იღებენ.

სხვა ტიპის სოციალური შემწეობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ მოუხსნეს. ახლა დახმარებას საცხოვრებლის მოსაწყობად ითხოვენ, სადაც ამჟამად პირუტყვთან ერთად უხდებათ ღამეების გათევა. რას და როდის შესთავაზებენ მელაძეებს ადგილობრივ მთავრობაში? ლენა მამულაძე მოგვიყვება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი