ბათუმსა და კიდევ ოთხ ქალაქში გაზის შეყვანის საფასური გაორმაგდა 

09 იანვარი 2020, 11:28 5437 ნახვა

მიმდინარე წლის იანვრიდან, თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და რუსთავში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა. თუ ადრე ერთი წერტილის შეყვანაში 400 ლარს იხდიდით, სემეკის ახალი დადგენილებით უკვე 800 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

აჭარის მუნიციპალიტეტებში გაზის შეყვანის ტარიფი უცვლელი დარჩა და ის კვლავ 400 ლარია. 

ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის მოხმარების წესში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარგების ეროვნული კომისიის მიერ 8 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შეიცვალა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურები და ვადები. მომსახურება ბათუმში 400 ლარის ნაცვლად 600 ლარი გახდა.

''ერთმანეთისგან გაიმიჯნა დასახლებული პუნქტები და განსხვავებული საფასური და ვადები დადგინდა თვითმმართველ ქალაქებში თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი და სხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე 0.4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის მოქმედების ზონად განისაზღვრა გამანაწილებელი ქსელიდან 600 მეტრის რადიუსი (ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 800 მეტრისა). ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი ასევე იხდის თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს - 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) დამატებით'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი