მურად წურწუმიას ორივე თვალბუდე თავის ადგილას ჰქონდა - პროკურორი

09 იანვარი 2020, 10:32 1583 ნახვა

მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტებმა გარდაცვლილის გვამი კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.

მურად წურწუმიას ოჯახი ამბობს, რომ ექსპერტიზა მათ იმის დასადგენად მოითხოვეს, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ერთი თვალი.

პროკურორი გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვას არ ადასტურებს. ექსპერტიზის საბოლოო შედეგები დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. ფაქტზე აღძრული საქმე ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მძიმე დანაშაულს გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

"საქმეშიც გვიჩანდა, ექიმებსაც ქონდათ დაწერილი, რომ ორივე თვალბუდე კომატოზური მდგომარეობა თავიდან სწორედ თვალების შემოწმებით დაადგინეს. მაგრამ რადგან მედიაში გაჟღერდა, რომ ცალი თვალი მას არ ჰქონდა და ოჯახის პოზიციაც იყო, ჩვენ კითხვით ნიშანს არ დავუტოვებთ არავის. მოვედით, შევამოწმეთ, დანარჩენი არის აღწერილი დეტალურად ექსპერტიზაზე, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ"-განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი