15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, გია ქარცივაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით აირჩიეს.
სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება და ჟურნალისტების დამოუკიდებლობა ეს ის მიზნებია, რომელიც საბჭოს ახალი წევრის განცხადებით იგი იბრძოლებს. გია ქარცივაძეს არც მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმები მოსწონს, აცხადებს რომ დირექტორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს იგი მხარს არ დაუჭერს.