რას ედავება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ტელეწამყვანს და შეიძლება თუ არა ეს გახდეს დისციპლინარული სასჯელის მიზეზი

08 იანვარი 2020, 17:56 3121 ნახვა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ჩხარტიშვილი დირექტორს სთხოვს, რომ სამართლებრივად შეაფასოს ტელეწამყვანის თეონა ბაკურიძის ბორდის სხდომაზე არგამოცხადების საკითხი.

თავის მხრივ, გიორგი კოხრეიძე კი საკადრო ბაზის განვითარების უფროსს მიმართავს, რომ შეისწავლოს რატომ არ გამოცხადდნენ  თეონა ბაკურიძე და ჟურნალისტი ირინე წუწუნავა სხდომაზე და დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გაატაროს.

30 დეკემბერს მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ საკითხად მერაბ ბლადაძის სააპელაციო სარჩელი უნდა განეხილათ, სადაც მოპასუხეები თეონა ბაკურიძე და ირინე წუწუნავა იყვნენ.

თვითრეგულირების მექანიზმის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ უპასუხონ ან არ უპასუხონ კომისიის წევრების შეკითხვებს. ამ უფლების გამოყენების გამო, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თეონა ბაკურიძეს ედავება, რადგან განხილვა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მოხდა. საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის თანამშრომლის დასწრება კი მაუწყებლის შესახებ კანონით სავალდებულოა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიწერილ წერილში წერია, რომ თეონამ ბაკურიძემ მიაწოდა ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს თანაშემწეს, რომ არ დაესწრებოდა სხდომას, რადგან ამის უფლება ჰქონდა და ამ უფლებას იყენებდა. თუმცა ამ წერილში არ არის აღნიშნული, რატომ არ უთხრეს ჟურნალისტს, რომ აუცილებლად უნდა დასწრებოდა სხდომას, რადგან ამას მაუწყებლის შესახებ კანონი ავალდებულებს 

მრჩეველთა საბჭოს იურისტი მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ საბჭოს მიზანია დაადგინოს სამართლებრივად მაუწყებლის იურიდიულ სამსახურთან ერთად რამდენად არსებობს ასეთი ვალდებულება, რადგან ბორდის სხდომა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჩაინიშნა. სურთ, რომ ეს პრეცედენტი დისკუსიის საგანი გახდეს და საბოლოოდ გაირკვეს, არის თუ არა ამის ვალდებულება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი