შუახევში, სოფელ ხიჭაურთან მაშველებმა ნიამორი გადაარჩინეს. ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ის ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
მეხანძრე-მაშველებმა ნიამორი უვნებლად ჩამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გაუშვეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თავდაპირველად მოქალაქეებმა გვითხრეს და სამაშველო სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლდეზე ჯიხვი იპოვეს. ზოოლოგი და ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ჯიმშერ მამუჭაძის ინფორმაციით, ეს არ არის ჯიხვი, არამედ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი იშივიათი ცხოველი - ნიამორია.
საქართველოს ფარგლებში ნიამორი ძირითადად თუშეთსა და ხევსურეთში გვხვდება.
ფოტო: ბეგლარ ზოიძე