თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში, სამი წლის ბავშვმა სანადირო თოფს ხელი გამოკრა და ტყვია შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.
დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.