ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ჰიუნდაისა და კიას მარკის ავტომობილები შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.