ატრაქციონი, მაკო გომურის ფოტო და დაკავება პარლამენტთან

03 იანვარი 2020, 18:23 2127 ნახვა

დაპირისპირება პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა შეცვალეს წევრებსა და სამართალდამცავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა ერთ-ერთ ატრაქციონზე მაკო გომურის ფოტოს გაკვრა სცადეს, „სისხლიანი კვალი არ წაიშლება“  „აქ იყო შვილმკვდარი მამის კარავი“ ამ ლოზუნგებით აქტივისტები თბილისის მერიის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა პროტესტის მონაწილეთა კარვების აღებას აპროტესტებდნენ.  პარლამენტის წინ მუშაობაზე უარს აცხადებენ გარემოვაჭრეები მათი თქმით ისინი არ დაიკავებენ იმ ადგილს სადაც შვილმკვდარი მამა პროტესტს გამოთქვამდა.  დაპირისპირების შედეგად დააკავეს ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის სასამრთლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, მას წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი