ბავშვთა საავადმყოფოში გრიპის შემთხვევებზე მიმართვიანობა გაზრდილია

02 იანვარი 2020, 12:08 2447 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გრიპთან შემთხვევებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია. მედიკოსების ინფორმაციით, მატება განსაკუთრებით შესამჩნევი ბოლო სამი დღის განმავლობაში გახდა, თუმცა მძიმე შემთხვევები არ ყოფილა და პაციენტთა უმრავლესობა უკვე გაეწერა ბინაზე.  

ამჟამად ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას 120 მოზარდი   გადის. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტთა სიმრავლის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა კლინიკა გამოწვევას მომზადებული ხვდება და დახმარების აღმოჩენა არ შეფერხებულა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი