ახალი წლის ღამეს ბათუმში იწვიმებს, ზამთრის კურორტებზე მოსალოდნელია თოვლი

30 დეკემბერი 2019, 18:00 2643 ნახვა

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხრეთ დასავლეთიდან ინტენსიურად მოხდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც 31 დეკემბრის საღამოს მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი ამინდი იქნება დაბლობსა და ბარში,  ზამთრის კურორტებზე  კი თოვლია ნავარაუდები, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. წვიმიანი ამინდი 1 და 2 იანვარსაც შენარჩუნდება. 

დღის მაქსიმალური ტემპერატურა - როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +9, +11 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აჭარას - ხვალ, დღის ბოლოდან სანაპირო ზოლში გაწვიმდება, ღამით გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 1-2 იანვრასაც შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთიანეთში (შუახევი, ხულო, გოდერძის უღელტეხილი) 1 და 2 იანვარს მოსალოდნელია თოვლი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი