სეზონური ვირუსები დეკემბრის ბოლო კვირაში მომატებულია თუმცა სპეციალისტები მონაცემებს საგანგაშოს არ უწოდებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის აჭარაში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნაკლებია.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალშიც ადასტურებენ, რომ ზამთრის სეზონზე გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსებით მიმართვიანობამ მოიმატა, თუმცა გართულებული და მძიმე შემთხვევები არ ფიქსირდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს - განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებს პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ, სადაც მათთვის ვაქცინაცია უფასოა. ხოლო ისინი ვინც ამ ჯგუფს არ განეკუთვნებიან თუმცა აცრის ჩატარება სურს ვაქცინა თავად უნდა შეიძინოს რომელიც აფთიაქებში დღეს დეფიციტურია.