ვაჟა გაფრინდაშვილი მისი გათავისუფლების საკითხში, არავის გამოყოფს. ტყვეობიდან დაბრუნებული ექიმი ამბობს, რომ გათავისუფლების საკითხში მთელი საქართველო იყო ჩართული. კითხვაზე, რა დაწერა შეწყალების წერილში, რომლითაც ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა.
გაფრინდაშვილის თქმით,მხოლოდ ის, რომ რუსებმა, მიუსაჯეს სასჯელი და თხოვა გაეთავისუფლებიათ, მაგრამ ბრალი არ უღიარებია. ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულმა ექიმმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მიზეზიც განმარტა: ავადმყოფი პაციენტის ნახვა. მისი თქმით, მას და საქართველოს სხვა დაკავებულ მოქალაქეებს ცხინვალის იზოლატორში ნორმალურად ეპყრობოდნენ.