საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვატიკანის სახელმწიფო მდივან კარდინალ პიეტრო პაროლინის. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ქრისტიანულ მემკვიდრეობას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვდრაზეც, მან გიორგი გახარიას, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.